ქართული წარმოების პირბადეები

ქართული წარმოების მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები უკვე გაყიდვაშია. რვა ადგილობრივ საწარმოში დამზადებული დოლბანდის მრავალშრიანი პირბადეები ქვეყნის მასშტაბით ოთხ მსხვილ ფარმაცევტულ ქსელში გაიყიდება და 50-ი თეთრი ეღირება. პირველ ეტაპზე 400 000 დამცავი საშუალების რეალიზაცია იგეგმება. დაწესებული იქნება ყიდვაზე ლიმიტი. ეტაპობრივად მოხდება მარაგების შევსებაც. პირბადეების ადგილობრივი წარმოება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ვირუსისგან დაცვის საშუალებების დეფიციტი შეიქმნა.

დატოვე კომენტარი