ქართული ტურიზმის მარკეტინგული კამპანია საფრანგეთში

საფრანგეთში ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია დასკვნით ეტაპზეა.

შეხვედრები ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან, ფრანგული მედიისა და ინფლუენსერების ვიზიტი საქართველოში, ჩვენი ქვეყნის შესახებ მომზადებული სატელევიზო სიუჟეტები, სტატიები, გარე რეკლამა და ბიზნეს შეხვედრები – აქტივობები, რომელიც საქართველოთი რაც შეიძლება მეტი ფრანგი ტურისტის დაინტერესებას ითვალისწინებდა, როუდშოუების მოწყობით დასრულდა. ქართულ ტუროპერატორებს, ფრანგულ კომპანიებთან შეხვედრების და ბიზნესკონტაქტების დამყარების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

რა შედეგებს ელოდება საქართველო და რა გამოხმაურება მოჰყვა მარკეტინგულ კამპანიას, რომელიც საფრანგეთში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა – მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.