ახალი შესაძლებლობა ქართველი სტარტაპერებისთვის.
ინოვაციური ბიზნეს-პროექტების ავტორებს გლობალურ ბაზრებზე წვდომა გაეზრდებათ. სწორედ ეს მიზანი აქვს სან ფრანცისკოში ტექნოლოგიური ჰაბის ამოქმედებას, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველი ასეთი სივრცე იქნება. შედეგად ქართველ დამწყებ ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ, რომ პოტენციურ ბიზნესმენებთან უფრო აქტიური კონტაქტები დაამყარონ და ტექნოლოგიების და ინოვაციების ცენტრში, ე.წ. სილიკონის ველზე საკუთარი თავი უკეთ წარმოაჩინონ. თამუნა ნადარეიშვილი არკვევდა, რა შესაძლებლობებს მისცემს ინიციატივა ქართველ სტარტაპერებს, რომლებსაც საერთაშორისო ბაზრების ათვისება სურთ.