ქართული თეატრის დღე
ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, კოტე მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთ მცირე დარბაზს რეჟისორ თემურ ჩხეიძის სახელი მიენიჭა. ის ამ თეატრის მთავარი რეჟისორი 1992 წლიდან 2000 წლამდე იყო. მარჯანიშვილის თეატრში მისი მეგობრები, ოჯახის წევრები, კოლეგები და მსახიობები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს თემურ ჩხეიძის შემოქმედება.