ქართული თავსაბურავი

ქალისა და მამაკაცის თავსაბურავების ისტორია ერთ გამოცემაში ერთიანდება.

ხელოვნების სასახლე ქართული ქსოვილის ისტორიის ამსახველი კატალოგის შემდეგ ახალ გამოცემაზე მუშაობს.

ავტორები ფონდებში დაცული კოლექციებიდან და ისტორიული ფრესკების ფრაგმენტებიდან მკითხველს იმ ისტორიებს უამბობენ, რაც ქართველთა თავსაბურავებთან არის კავშირში.

გამოცემაში 300-მდე სხვადასხვა ეპოქისა და სტილის თავსაბურავი და ქუდი დაიბეჭდება.

ლიზა ციციშვილის რეპორტაჟი ხელოვნების სასახლიდან.