ქართული თაფლის პრობლემა

ღვინოსთან ერთად, შთამბეჭდავი და ხანგრძლივი ისტორია აქვს ქართულ თაფლს. ბერძენი სარდლის და ისტორიკოსის, ქსენოფონტეს ცნობით, საქართველოში მეფუტკრეობა, როგორც დარგი, ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში უკვე არსებობდა. წყაროებით დასტურდება, რომ თაფლი იყო ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი, რომელიც უხვად გაჰქონდათ სხვა ქვეყნებში. ახლა კი, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის კარიც ღიაა, ქართული თაფლის ექპორტს პრობლემები აქვს. თუ რატომ, მიზეზებს მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა.