ქართული სტარტაპის საერთაშორისო წარმატება 

საქართველოს წარმატება და სერიოზული აღიარება ციფრული ტექნოლოგიების სფეროში.

ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების მიერ დაწყებული ინოვაციური ბიზნესით მსოფლიოში ცნობილი კომპანია დაინტერესდა. ავტო-ინდუსტრიისთვის შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგია, „პულსარ ოლი“ ამერიკულმა კომპანია „სპინქარმა“ შეიძინა, რომელიც ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერია. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო დონის კომპანია საავტომობილო ციფრული გაყიდვების სფეროში ტექნოლოგიების განვითარებას ქართველ ახალგაზრდებთან ერთად გააგრძელებს. ხელოვნური ინტელექტი ონლაინ-გაყიდვების დროს მომხმარებელს 24-საათიან რეჟიმში ემსახურება და გასაყიდ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აწვდის.