„ქართული საოპერო მუსიკის საღამოები საქართველოს რეგიონებში“

12:24, 30.09.2025

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი პროექტის, „ქართული საოპერო მუსიკის საღამოები საქართველოს რეგიონებში“ მორიგი კონცერტი გაიმართა თელავში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტებისა და ორკესტრის მონაწილეობით, კონცერტი ამჯერად ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო თეატრში შედგა. შესრულდა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

პროექტი „ქართული საოპერო მუსიკის საღამოები საქართველოს რეგიონებში“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი