„ქართული საოპერო მუსიკის საღამოები რეგიონებში“

საქართველოს რეგიონებში ქართული საოპერო მუსიკის საღამოები დაიწყო. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალ პროექტის პირველი კონცერტი ამბროლაურში გაიმართა. საოპერო მუსიკის საღამოებში მონაწილეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები და ორკესტრი. შესრულდა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები. პროექტი „ქართული საოპერო მუსიკის საღამოები საქართველოს რეგიონებში“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონცერტები ასევე გაიმართება საჩხერეში, თელავსა და სენაკში.