ქართული საოჯახო ღვინოების გამოფენა

ღვინის მწარმოებელი ხუთი საოჯახო მარანი, ტოკიოში მიმდინარე გამოფენაში მონაწილეობდა.

სტუმრებს, იაპონელ ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა ქართული ღვინო დაეგემოვნებინა და ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურას გაცნობოდნენ. გამოფენაზე სახელწოდებით RAW Wine, მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინის მწარმოებლები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან. ქართული სტენდი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იყო წარმოდგენილი.