„ქართული, რომელიც გვაერთიანებს – ენა, კულტურა, ტრადიცია“ – დიასპორისადმი მიძღვნილი პროექტი მალტაში

09:13, 20.10.2026

ქართული სიმღერა მალტის უძველესი ქალაქის ქუჩებში, ქართული კინო დიდ ეკრანზე და ტრადიციები, რომლებიც სამშობლოსგან შორსაც ცოცხლობს – მალტის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, პროექტი „ქართული, რომელიც გვაერთიანებს – ენა, კულტურა, ტრადიცია“ გაიმართა. ქართული დიასპორისადმი მიძღვნილი პროექტის მიზანი ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია იყო. კონცერტისა და კინოჩვენების პარალელურად, ქართული დღეების ფარგლებში, მასტერკლასები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. როგორ ჩაიარა ფესტივალმა – ნახეთ, ბარბარე დონჯაშვილის სიუჟეტში.

 

 

მსგავსი