ქართული პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე

12:17, 05.09.2026

წელს პირველად, ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, ერთ-ერთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში უკვე მესამედ არის წარმოდგენილი. სიალ გუანჯოუ ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ბიზნეს-პლატფორმაა, რომელიც პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრის, ახალი ბიზნეს-კონტაქტების დამყარებისა და პროდუქციის საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობას ქმნის. ჩინეთში, სიალ გუანჯოუზე საქართველოს პავილიონის პირველად წარდგენა ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს.

მსგავსი