ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზრებზე

ქართველი მეწარმეებისთვის ნახევარმილიარდიანი საექსპორტო ბაზარი იხსნება.

საქართველოს ჩინეთს შორის უკვე ხელმოწერილია მემორანდუმები, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, ქართული წარმოშობის ფრინველის ხორცის და თაფლის ხარისხის აღიარებას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილეს ბაზარზე ქართველი ფერმერები და მეფუტკრეები საკუთარი პროდუქციის გატანას შეძლებენ. ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის ახალი ბიზნეს-კონტაქტების დამყარების მიზნით კომუნიკაცია დაწყებულია.

რა  გავლენას მოახდენს ქართულ წარმოების ზრდაზე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან გაფორმებული ხელშეკრულებები და როგორ ემზადება კერძო სექტორი ახალი ბაზრის ასათვისებლად – შალვა სუმბაძე დეტალებით.