ქართული პროდუქცია Alibaba.com-ზე 

საქართველოში წარმოებული პროდუქცია უახლოეს მომავალში გლობალურ სავაჭრო პლატფორმაზე განთავსდება.

„ალიბაბა“ უმსხვილესი სავაჭრო ვებ-გვერდია, რომელიც მსოფლიოს ასობით  ქვეყანას ერთმანეთთან დისტანციურად აკავშირებს და ონლაინ ვაჭრობის საშუალებას აძლევს. იგივე შესაძლებლობით ისარგებლებენ ქართული კომპანიებიც. პირველ ეტაპზე Alibaba.com-ზე 50 ქართული კომპანიის პროდუქცია განთავსდება. მოგვიანებით მათი რიცხვის გაზრდა იგეგმება. ადგილობრივ მწარმოებლებს ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარებასა და საექსპორტო ბაზრების ათვისებაში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეხმარება.