ქართული პავილიონი ჩინეთში

ჩინეთის საერთაშორისო ექსპორტის გამოფენაში მონაწილეობას 52 ქართული კომპანია იღებს.

საგამოფენო სივრცე საერთო ჯამში 270 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს და მასში ჩართულია 130-ზე მეტი ქვეყნის ბიზნეს და სამთავრობო დელეგაცია. ჩინური მხარის განცხადებით, ეს გამოფენა უპრეცედენტო შესაძლებლობაა მონაწილე კომპანიებისთვის, რადგან ჩინეთი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 10 ტრილიონი დოლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების იმპორტს გეგმავს. სივრცე მონაწილეთათვის დაყოფილია სექტორების შესაბამისად. ერთ-ერთი მათგანია ქვეყნების პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი სივრცე, რომელიც გამოფენის პირველ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ჩინეთის პრეზიდენტმაც დაათვალირა.

გამოფენა 5 ნოემბერს გაიხსნა და ხვალ დაიხურება.