ქართული პავილიონი ამერიკის საერთაშორისო გამოფენაზე
საქართველოს პავილიონი აშშ-ში, ერთ-ერთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩიკაგოში გამართულ კერძო სავაჭრო ნიშნების გამოფენაზე საქართველოს პავილიონი მოეწყო. საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი ხილის წვენები და სუნელ-სანელებლები. კერძო სავაჭრო ნიშნების გამოფენა მონაწილე კომპანიებს სთავაზობს შესაძლებლობას, საქმიანი კავშირები დაამყარონ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის წამყვანი საცალო ქსელების წარმომადგენლებთან, საბითუმო მოვაჭრეებთან და იმპორტიორებთან, წარუდგინონ საკუთარი პროდუქცია და განიხილონ კერძო სავაჭრო ნიშნით პროდუქციის წარმოების პერსპექტივები.