ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში

დოკუმენტებით და უნიკალური ხელნაწერებით გადმოცემული საქართველოს პარლამენტის ისტორია.

ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში დღეს კამერები პირველად დაუშვეს. ხუთდარბაზიანი სამუზეუმო სივრცე დამთვალიერებელს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის სხვადასხვა პერიოდს კერძო არქივებიდან მოძიებული ისტორიული, მათ შორის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი მასალებით აცნობს.

ახალი მუზეუმის კონცეფცია, რომელიც 1919 წლიდან დღემდე არსებულ პერიოდს აერთიანებს, მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებს პარლამენტის აპარატის უფროსმა გააცნო.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის ოფიციალური გახსნის ცერემონია, პანდემიის დასრულების შემდგომ იგეგემება.