12 მარტს, ქართული პარლამენტარიზმის 100 წელი აღინიშნება.
დაგეგმილ ღონისძიებებზე საკანონმდებლო ორგანოში, საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე მსჯელობენ. კომისიას ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ხელმძღვანელობს. დეპუტატის თქმით, 12 მარტს, დამფუძნებელ კრებას 100 წელი უსრულდება და ქვეყანა ქართული პარლამენტარიზმის 100 წელს ზეიმობს.