ქართული პარლამენტარიზმის 100 წელი

დამფუძნებელთა კრების 100 წლის წინანდელ სხდომას წინ არჩევნები უძღოდა. ეს იყო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პირველი არჩევნები, რომელიც პირდაპირი და პროპორციული წესით ჩატარდა.

130-კაციან პარლამენტში მოსახვედრად 15 პოლიტიკური სუბიექტი იბრძოდა. დამფუძნებელთა კრება გამორჩეული იყო იმითაც, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში ქალებიც ჩაერთნენ. ორი წლის განმავლობაში, ანუ ქვეყნის გასაბჭოებამდე, კრებამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომლის ძირითადი პრინციპები დღეს მოქმედ უზენაეს კანონშიც არის ასახული.