ქართული პარლამენტარიზმის 100 წელი

12 მარტი საქართველოსთვის ისტორიული თარიღია.

100 წლის წინ ამ დღეს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის ათვლა დაიწყო. 1919 წლის 12 მარტს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრება პირველად შეიკრიბა. ეს იყო ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ერთი თვით ადრე მოსახლეობამ პირდაპირი წესით აირჩია. თარიღი დილიდან განსაკუთრებულად აღინიშნება. დღის ბოლოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები რუსთაველის თეატრში მივიდნენ, სადაც ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.