"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში

პარტია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში. ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობაში შეკრებილ ამომრჩეველს პარტიის ლიდერებმა მიმართეს.

კახი კალაძემ, ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ ქუთაისის მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდეს.