“ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის დაპირისპირება ბორჯომში გრძელდება – მხარეები კრიზისის შექმნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

21:09, 10.03.2018

კვლავ დაუმტკიცებელი საშტატო ნუსხა და ხელფასების გარეშე დარჩენილი მერიის თანამშრომლები. ბორჯომში დაპირისპირება გრძელდება. მხარეები კრიზისის შექმნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მერი საკუთარი ხელფასის მომატებაზე უარის თქმის შემდეგ, კვლავ თანამშრომლების ანაზღაურების მატების აუცილებლობაზე საუბრობს.

საკრებულოს თავმჯდომარე და ოპოზიციური ფრაქციები კი საკუთარ გეგმას სთავაზობენ, რომელიც გასამრჯელოს მცირე ოდენობით მატებას ითვალისწინებს. რიგგარეშე სხდომის დანიშვნის საკითხს მერი ორშაბათს კიდევ ერთხელ დააყენებს.

 

მსგავსი