„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილებს შეხვდა. როგორც მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე აღნიშნა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ხელშეწყობა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, მისი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება.