„ქართული ოცნების“ ყრილობა

 დღეს „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ შერჩეული კანდიდატი საზოგადოებაში ნდობითა და მაღალი რეიტინგით სარგებლობს. დღესვე ყრილობაზე დამტკიცდება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, იმსჯელებენ თვითმმართველობის არჩევნებზე და მიმდინარე მოვლენებზე. ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ეს პოზიცია ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.