„ქართული ოცნების“ ყრილობა

„ქართული ოცნება“ ყრილობის ჩასატარებლად ემზადება. პოლიტსაბჭოს სხდომაზე დეტალები დაზუსტდა და გადაწყვეტილებაც მიიღეს. კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში პარტია რეგიონულ კონფერენციებს იწყებს.

7 მაისს კი გაფართოებული ყრილობა გაიმართება, სადაც „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარეს და მცირედით, თუმცა შეცვლილ პოლიტსაბჭოს წევრებს წარადგენენ.