„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების განცხადება

 პარტია „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ავრცელებენ.

დეპუტატები ეხმიანებიან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემუშავებულ 12-პუნქტიან გეგმას. როგორც დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებაშია ნათქვამი, გეგმაში დეტალურად არის ასახული რეფორმების განსახორციელებლად გადასადგმელი თითოეული ნაბიჯი. მათივე თქმით, გეგმაზე რადიკალური ოპოზიციის პირველივე რეაქციებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესრულებისას რაც არ უნდა გააკეთოს, ამ ძალისხმევას მას მაინც არავინ დაუფასებს და ჩაუთვლის.