„ქართული ოცნების“ წევრების შეფასება

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით შედგება თუ არა თანამშრომლობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის – ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ისევ ბუნდოვანია. მმართველი გუნდის შეთავაზებას ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მუშაობას იწყებენ და ოპოზიციას მოუწოდებენ, საკუთარი მოსაზრებები და ალტერნატიული ხედვები საპარლამენტო ფორმატში წარადგინონ.

მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ოპონენტების უარი, ჩაერთონ საპარლამენტო ფორმატებში, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას ნიშნავს.