„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიზიტი უნგრეთში

უნგრეთში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ვიზიტი გრძელდება. დღეს უკვე გაიმართა შეხვედრა ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, მოგვიანებით კი დელეგაციას უნგრეთის ვიცე-პრემიერი უმასპინძლებს. ამ წუთებში ქართველი კანონმდებლები უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს ხვდებიან.