„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიზიტი უნგრეთში

უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს. ქართული დელეგაციის ვიზიტის ბოლო დღეს აღინიშნა, რომ ქვეყნის პოზიციით ერთ კვირაში საქართველოს საკითხის განხილვა ევროკავშირში დამოუკიდებლად უნდა მოხდეს და სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანას ექნება უნგრეთის სრული მხარდაჭერა.

მმართველი გუნდის ლიდერები ცოტა ხნის წინ ეროვნულ ასამბლეაში იმყოფებოდნენ. იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა გაიმართა ვიცეპრემიერთან, ვისი მოწვევითაც „ქართული ოცნების“ წევრები და პარტიის თავმჯდომარე ბუდაპეშტში იმყოფებიან. ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდება.