„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიზიტი უნგრეთში

უნგრეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის ბოლო დღეა. მმართველი გუნდის ლიდერები ქვეყნის ვიცეპრემიერს შეხვდნენ. დისკუსიის ფარგლებში კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა უნგრეთის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ბუდაპეშტში დღეს კიდევ ორი შეხვედრა აქვს დაგეგმილი ქართულ დელეგაციას, მათ შორის ერთი ეროვნულ ასამბლეაში.

პარტნიორებისგან მიღებული გზავნილების შესახებ თეონა ხუბულავა დეტალებით უნგრეთიდან გვიერთდება პირდაპირ ეთერში.