„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინტერვიუ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ევროინტეგრაციაში უარყოფითი როლი შეასრულა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მაკა ცინცაძის გადაცემაში თქვა, რომ პრეზიდენტმა შარლ მიშელთან ვიზიტის დროს, ქვეყნის პოზიციების დაცვა ვერ მოახერხა, სპეციალურ ბრიფინგზე კი, მისივე თქმით, რეალობას აცდენილი განცხადებები გააკეთა. კობახიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ასეთი ქმედების მიზეზი, შესაძლოა, ის ფაქტი იყოს, რომ ზურაბიშვილი გარკვეული გავლენების და პრივილეგიების გამო ხიბლშია ჩავარდნილი.