მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“.
აუდიენციას აღმასრულებელი და საკნონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებიან. კაჭრეთში იმყოფებიან პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებს და იმ პრობლემებს განიხილავენ, რომელთა გადაჭრა მოკლე ვადებში აუცილებელია. სემინარზე უცხოელ და ქართველ კონსულტანტებთან ერთად მსჯელობენ ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის და ოპერატიულობის ხარისხის გაზრდაზე.
შეხვედრას არ ესწრებიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. მამუკა მდინარაძის განმარტებით კი ეს არ უკავშირდება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. მისივე მტკიცებით, სემინარის მონაწილეთა სია გაცილებით ადგრე შედგა.