„ქართული ოცნების“ საქალაქო კონფერენცია რუსთავში

„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ რუსთავში საქალაქო კონფერენცია გამართა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

კონფერენციაზე რუსთავის სამოქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა აირჩიეს.