„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი – შეფასებები
რამდენიმე დღე რჩება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის დაწყებამდე. საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი 21 ოქტომბრიდან სამი დღის განმავლობაში იმსჯელებს ხუთი ოპოზიციური პარტიის კანონგარეშე გამოცხადებასთან დაკავშირებით. პროცესში ჩართვას და სამართლებრივ დავას აპირებს პარტია „ლელო“. სარჩელის განხილვის სხდომებში მონაწილეობას მიიღებს ასევე კოალიცია „ცვლილებებისთვის“. უცნობია, რა გეგმა აქვს გიორგი გახარიას პარტიას და „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც პარტიის შიგნით, ასევე კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან. ოპოზიციური ალიანსი კი ნებისმიერი განაჩენის შემთხვევაში ბრძოლის გაგრძელებას და საპროტესტო აქციების კამპანიას აანონსებს. პროცესში კატეგორიულად არ ერთვებიან ფედერალისტები, რომლებიც ბათუმში იქნებიან, თუმცა, მონაწილეობას არ მიიღებენ. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვიანი ვადა აქვს.