„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგი გამართა ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრების ერთობლივ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებს.