„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი – შეფასებები
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან იწყება. პროცესზე „ქართულ ოცნებას“ ოთხი დეპუტატი წარადგენს. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი მოსამართლეთა პლენუმს კონკრეტული მტკიცებულებებით დაუდასტურებენ, რომ აღნიშნული პარტიები, წლების განმავლობაში, თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მოქმედებდნენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ცდილობდნენ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას, რაც, მათი თქმით, პარტიების აკრძალვის პირდაპირი საფუძველია. პროცესში ჩართვასა და სამართლებრივ დავას აპირებს ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სამართლებრივ დავაში მონაწილეობის არსს ვერ ხედავს. პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მათი პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის მოთხოვნით.