„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი

12:07, 15.10.2026

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი იწყება – საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს 21 ოქტომბრიდან განიხილავს. შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი სამი დღის განმავლობაში იმსჯელებს „ნაციონალური მოძრაობის,“ „ლელოს,“ „ახალის,“ „ფედერალისტების” და პარტია „საქართველოსთვის“ კანონგარეშედ გამოცხადებასთან დაკავშირებით. პროცესში ჩართვას და სამართლებრივ დავას აპირებს პარტია „ლელო“, თუმცა „ფედერალისტები“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას აპირებენ გახარიასა და გვარამიას პარტიებში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს პროცესი პირველ რიგში სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება. მმართველი პარტია კი – არგუმენტად კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების გარდა, სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფასა და უცხოელ ლობისტებთან ერთად, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას ასახელებს. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების მიმდინარეობის პირდაპირ ეთერში ხილვა ყველას შეეძლება.

მსგავსი