„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი

21:10, 14.10.2026

სასამართლოდან შეტყობინებების მიღების შემდეგ ასაკრძალთა სიაში შეყვანილი პარტიები შიდა კონსულტაციებს მართავენ.

21 ოქტომბრამდე უნდა გაირკვეს, ხუთი პოლიტიკური ძალიდან, რომელი ჩაერთვება სამართლებრივ განხილვაში. „ფედერალისტების“ გარდა, რომლებიც პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ, დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს ჯერ პოზიციები აქვთ შესაჯერებელი. მომდევნო კვირას საკონსტიტუციო სასამართლომ პროცესები ჩანიშნა – განიხილება „ქართული ოცნების“ სარჩელი, რომელშიც ხუთი პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი. მწვავე საერთაშორისო რეაქციების ფონზე ასაკრძალთა სიაში მოხვედრილები დასავლეთისგან აქტიურ რეაგირებას ითხოვენ. საბოტაჟი, კონსტიტუციური წყობილების არ აღიარება, სისტემური დანაშაულები, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება – ამ არგუმენტებით ამყარებს ხელისუფლება სასარჩელო მოთხოვნას. ოპოზიცია მმართველ პარტიას კონსტიტუციის დარღვევაში და მოქალაქეთა საარჩევნო უფლების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. დაანონსებულ სამართლებრივ პროცესს კიდევ უფრო მეტი რეზონანსი შესძინა „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, მანანა კობახიძის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმაც – სარჩელისგან თვითაცილების თხოვნაზე უარის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. კობახიძე ერთ-ერთი იყო რვაწევრიან კოლეგიაში, რომელმაც პარტიების აკრძალვის სარჩელი უნდა განიხილოს.

მსგავსი