„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში, სავარაუდოდ, ათამდე პარტია მოხვდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სარჩელი კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება, შესაბამისად, გამოქვეყნდება სია. მისი თქმით, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით.