„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი

12:09, 15.09.2026

„ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. ამასთან, როგორც კირცხალიამ აღნიშნა, საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილი არ არის პარლამენტისა და საკრებულოს მანდატების შეწყვეტა. შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდს უკვე წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

მანანა დევაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი