„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი

სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია. მმართველი გუნდი სამართლებრივი პროცესის დაწყების შემდეგ დაასახელებს, ვინ იქნება სასამართლო სხდომებზე მათი წარმომადგენელი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტენ, თუ რა სტრატეგიით დაუპირისპირდებიან „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, „ლელოს“ უკვე წარდგენილი აქვს სარჩელი სასამართლოში. სხვა ოპოზიციური პარტიები კი, ამ ნაბიჯს არაკონსტიტუციურად და დიქტატურად აფასებენ. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“ ის სამი პოლიტიკური ძალაა, რომელთა გაუქმების მოთხოვნით სახელისუფლებო გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრათვიანი ვადა აქვს.

სასარჩელო მოთხოვნის მთავარი საფუძველი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაა.