„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივები

12:06, 07.02.2025

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ ინიციატივას, რომელიც მედიას ეხება. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, მედია შეზღუდოს და თავისუფალი სიტყვა ჩაახშოს. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ინიციატივა არა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, არამედ დეზინფორმაციასთან ბრძოლას ემსახურება. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. „ქართული ოცნების“ თქმით, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და მსგავს შემოსავლებს და იხელმძღვანელებენ ბრიტანული მოდელით.

მსგავსი