„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივები - გამოხმაურება

„ქართული ოცნების“ დაანონსებული ინიციატივები კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. ოპოზიციის მწვავე განცხადებები ამერიკული ფარა-ს (FARA) ქართულ რეალობაში გადმოტანას უკავშირდება. როგორც დაანონსდა, კანონს ორი თვის განმავლობაში თარგმნიან და შემდეგ შედგება ახალ კანონპროექტზე საჯარო მსჯელობაც. ამერიკაში მოქმედი `უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი¬ რეგისტრაციას და ფინანსური გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებით და ინტერესებით მოქმედებენ. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ გაუქმდება. მათვე განმარტებით, ამერიკული ფარა-ს გადმოტანა სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ოპოზიციაში კი ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიებს უწოდებენ.