„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა
 „ქართული ოცნების“ კრიტიკა საკანონმდებლო ინიციატივების გამო, ისევ გრძელდება. როგორც ცნობილია, ამერიკული „ფარას“ ზუსტ თარგმანზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება და დაიწყება საჯარო მსჯელობა. ოპოზიცია ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს და გამჭვირვალობის კანონის მიღების პროცესსა და მართველი გუნდის მაშინდელ განმარტებებს იხსენებს.
 
ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი რეგისტრაციასა და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებითა და ინტერესებით მოქმედებენ. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ გაუქმდება.