„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა

აქციის მონაწილეებს ნიღბის ტარება აეკრძალებათ. ასევე აიკრძალება აქციაზე პიროტექნიკის გამოყენება და დარეგულირდება პიროტექნიკის იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლიც „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. სხდომა დილის 10:00 საათზე დაიწყო.