„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა

15:18, 10.06.2025

პარლამენტი კომუნიკაციების კომისიისთვის მანდატის გაფართოებას აპირებს. შესაბამისი კანონპროექტი დეპუტატებმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს. „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ექნება, სასამართლოს მიმართოს და კომერციული ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია იმ შემთხვევაში გამოითხოვოს, თუ კონკრეტული მედიასაშუალება შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას თავად არ მიაწვდის. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორების განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებები კომუნიკაციების კომისიას, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონის აღსრულებაზეა პასუხისმგებელი, რეგულაციების ეფექტიანად აღსრულების ბერკეტებს მისცემს.

მსგავსი