მწვავე შეფასებების თემაა მმართველი გუნდის კიდევ ერთი ინიციატივა – ამერიკული „ფარას“ ზუსტი ნათარგმნი ვერსია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება. ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი რეგისტრაციასა და ფინანსური გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს, თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებით და ინტერესებით მოქმედებენ.
„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ამერიკული „ფარას“ გადმოტანა სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ოპოზიციაში კი ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიებს უწოდებენ.