„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პრეზენტაცია

„ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია იქნება.

მმართველი გუნდის პროპორციული სიის პირველი ოცეული ცნობილია. პირველ ხუთეულში ძველი შემადგენლობაა – გიორგი გახარიაა, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე. ოცეულში არიან პოლიტიკისთვის და პარლამენტისთვის ახალი სახეებიც. მათ შორის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ცნობილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე. სიის პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში გაიმართა და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

სალომე ქოქიაშვილი გვერთვება პირდაპირ ეთერში.

დატოვე კომენტარი