„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პრეზენტაცია გაიმართება

„ქართული ოცნება“დღეს პარტიული სიის ოცეულს წარადგენს. პრეზენტაცია საღამოს 8 საათზეა დაგეგმილი. სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ ჩამონათვალში იქნებიან როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები. საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან ერთად, დღეს „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრობისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს დაასახელებს. შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა,  ქვეყნის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ივლისში წარადგინა. საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.