„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და პოლიტიკური შეფასებები

რვაწლიანი მმართველობის შეჯამება და სფეროების მიხედვით წარმოდგენილი გეგმები.

ხელისუფლებაში მოსვლიდან ზუსტად რვა წლისთავზე მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მომავალი გუნდი და საარჩევნო პროგრამა გააცნო. პარტიის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დროს პროგრესის ამსახველი კონკრეტული ციფრები და ცნობილი კვლევითი ორგანიზაციების სარეიტინგო მონაცემები წარმოადგინა, გასული წლების შეფასების დროს იყო ყოფილი მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკაც. თუმცა სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო ხედვაში კონკრეტული გეგმები და ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გზები ვერ ამოიკითხეს ოპონენტმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ცვლილებაში დარწმუნებულები არიან.